💠მეცხრე კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა სამოქალაქო განათლებაში. გაკვეთილის თემა იყო: ხელისუფლების დანაწილება.

💠დემოკრატიული საახელმწიფოს მთავარ პრინციპს წარმოადგენს ხელისუფლების დანაწილება, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფოში ერთპიროვნულ მმართველობას. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეები გაეცვნენ ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რომლის ისტორიაც ძველ რომში იწყება. გაეცნენ შუა საუკუნეების ევროპაში აბსოლუტიზმის თავიდან აცილების მიზნით ახალი გზების ძიებას, მოისმინეს ისტორია შარლ ლუი დე მონტესკიეზე როგორც ხელისუფლების დანაწილების თეორიის ავტორზე.

💠მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა თითოეული ხელისუფლების შტოს მოვალეობების და ვალდებულებების გაცნობა. აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში , სვამდნენ კითხვებს, მასწავლებლის დახმარებით დახაზეს სქემა, რომელმაც გაუმარტივათ თემის აღქმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *