მისია, ხედვა, მიზანი

სკოლის მისია

ჩვენთვის თითოეული მოსწავლე ღირებულია, ხელს ვუწყობთ მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას,იდეების რეალიზაციას, პიროვნულ განვითარებას ცოდნით,უნარ ჩვევებითა და ღირებულებებით. ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ უსაფრთხო, ორგანიზებული, დისციპლინებული, კეთილგანწყობილი და პოზიტიური გარემო მოსწავლის, როგორც შემოქმედი, კომუნიკაბელური, ქვეყნის ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, ტოლერანტი და დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბების აღზრდისათვის.

სკოლის ხედვა

სკოლა ხარისხიან განათლებას უზრუნველყოფს.თითოეული მოსწავლის განვითარებაზე ზრუნავენ კვალიფიციური პედაგოგები. პედაგოგი მოსწავლის ინტელექტუალურ განვითარებასა და კულტურულ შესაძლებლობებს ღრმად იცნობს. სკოლა მოსწავლის ცოდნისა და განვითარების შესახებ სრული სურათის შესაქმნელად, დროთა განმავლობაში, პერიოდულობით სხვადასხვა სახის შეფასებას მიმართავს. შეფასების მონაცემები სკოლის საზოგადოებას რეგულარულად ეუწყება და მოსწავლის, მასწავლებლისა და ადმინისტრაციის თანამშრომლობისა და განვითარების საშუალებას ქმნის. სკოლა ეფექტიანად ურთიერთობს მშობელთან. საზოგადოება ინფორმირებულია და ჩართულია სკოლის ცხოვრებაში, მხარს უჭერს სკოლის ინიციატივებს მიიღოს ახალი გამოწვევები, რომელიც უზრუნველყოფს XXI საუკუნის განათლების უცვლელ ღირებულებებსა და უნარ-ჩვევებს.

სკოლას რაოდენობრივად და ხარისხობრივად სურს ავიდეს მაქსიმალურ ნიშნულამდე მოსწავლეთა და მშობელთა კმაყოფილების დონის ზრდით,მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებისა და პიროვნული განვითარებისათვის ხელშეწყობით, პედაგოგთა საჭიროების მიხედვით შერჩეული ტრენინგ-კურსების დაგეგმვა-ჩატერების, კონსულტაციების მხრივ,დისტანციური სწავლების ხარისხის გაუმჯობესებით,მარკეტინგული და პიარ-აქტივობების მეშვეობით ცნობადობის გაზრდით და სხვა აქტივობებით.

სკოლის მიზანია

თითოეულმა მოსწავლემ შეძლოს წარმატებული სწავლა და პრობლემების წარმატებით გადაჭრა.
სკოლის თითოეული მოსწავლის წახალისება აზროვნებაში, განსჯაში, პრობლემების გადაწყვეტაში.
მოსწავლის მომზადება ცხოვრებისათვის დამოუკიდებელი სასიცოცხლო უნარების განვითარების გზით..