![](https://skolaxxisaukune.edu.ge/wp-content/uploads/2022/10/sdsdsdsd.png)
სინთეზური ხელოვნების კლუბი – „მებიუსის ლენტი“
მიზანი: ფილმების ჩვენება მოსწავლეთა ჩართულობის, მოტივაციის ამაღლების, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების, არაფორმალური განათლების მხარდაჭერის მიზნით.
კლუბის მიზნები და ამოცანები
მოსწავლეთა საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;
სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა;
საგანმანათლებლო ბაზის შექმნა;
მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლინება და ჩამოყალიბება;
მიღებული ცოდნის ყოფა-ცხოვრებაში ადაპტირება ;
პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;
პრობლემის გადაჭრის უნარი გამოვლენა;
კლუბის მართვა
კლუბს ჰყავს მენტორი (მასწავლებელი), რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, წარადგინოს კლუბი მესამე პირებთან, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას.
მენტორის მეთოდური სახელმძღვანელო:
სინთეზური ხელოვნების სასკოლო კლუბის – „მებიუსის ლენტის“ არაფორმალური სწავლების შეხვედრები წარიმართება სპეციალურად ამ მიზნით შედგენილი სახლმღვანელოს მიხედვით