💠შპს სკოლა XXI საუკუნის მოსწავლეებმა, ქიმიის პედაგოგმა ნ.მანაგაძემ და ხარისხის მართვის მენეჯერმა ნ.გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღეს აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებისა და ინოვაციურ საქმიანობაში ჩართულობის მიზნით გამართულ მეცნიერების ფესტივალში.
💠მოსწავლეები ჩაერთვნენ საგანმანათლებლო და კვლევით ექსპერიმენტებში, ჩატარებულ ქიმიურ ცდებში, მოისმინეს საინტერესო იდეები, აიმაღლეს ცოდნის დონე. დაათვალიერეს უნივერსიტეტის ღია სივრცეში მოწყობილი გამოფენები, აწსუს მომავლის ლაბორატორია, ATSU Fablab-ი, ჩაერთვნენ სახალისო საგანმანათლებლო თამაშებში.
💠შპს სკოლა XXI საუკუნე მადლობას უხდის აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს და გამოხატავს მზაობას მომავალი ინიციატივების მხარდაჭერასა და აქტიურ ჩართულობაში.