საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლა უმნიშვნელოვანესია მოსწავლის პიროვნული განვითარებისთვის, მისი ღირებულებითი სისტემის ფორმირებისთვის. საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯფუფში გაერთიანებული საგნების შესწავლის გზით მოსწავლე შეიმეცნებს ოჯახზე, უშუალო გარემოსა და სამშობლოზე ზრუნვის აუცილებლობას;
ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების პატივისცემას; მოქალაქეობრივ სიმამაცეს, თანასწორობასა და შემწყნარებლობას.
საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება მიზნად ისახავს: მოსწავლის კოგნიტური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას;მოსწავლის სამოქალაქო აღზრდას; მოსწავლისთვის საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლისთვის საჭირო უნარების განვითარებას.
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელია: ქეთევან ლომიძე