სკოლის ისტორია

ქ. ქუთაისის შპს სკოლა XXI საუკუნე დაარსდა 1999 წლის 4 ოქტომბერს დამფუძნებელთა საბჭოს გადაწყვეტილებით და მოიპოვა ლიცენზია, რომლითაც მიიღო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. სკოლის დამფუძნებლები არიან ქალბატონები: ნატო რევიშვილი და შორენა ჭელიშვილი.
   სკოლა
XXI საუკუნე ახორციელებს 2 საგანმანათლებლო პროგრამას: საბაზო და საშუალო საფეხურს.
   თავისი არსებობის 24 წლის განმავლობაში სკოლა უწყვეტად ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებში.
   2011 წელს სკოლა
XXI საუკუნე გახდა ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. შემდეგი ავტორიზაცია სკოლამ გაიარა 2016 წელს.  
   ჩვენთვის თითოეული მოსწავლე ღირებულია, ხელს ვუწყობთ მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას,იდეების რეალიზაციას, პიროვნულ განვითარებას ცოდნით,უნარ ჩვევებითა და ღირებულებებით. ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ უსაფრთხო, ორგანიზებუ ლი, დისციპლინებული, კეთილგანწყობილი და პოზიტიური გარემო მოსწავლის,როგორც შემოქმედი,კომუნიკაბელური, ქვეყნის ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, ტოლერანტი და დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბების აღზრდისათვის .
  
სკოლა ხარისხიან განათლებას უზრუნველყოფს.თითოეული მოსწავლის განვითარებაზე ზრუნავენ კვალიფიციური პედაგოგები. პედაგოგი მოსწავლის ინტელექტუალურ განვითარებასა და კულტურულ შესაძლებლობებს ღრმად იცნობს. სკოლა მოსწავლის ცოდნისა და განვითარების შესახებ სრული სურათის შესაქმნელად, დროთა განმავლობაში, პერიოდულობით სხვადასხვა სახის შეფასებას მიმართავს. შეფასების მონაცემები სკოლის საზოგადოებას რეგულარულად ეუწყება და მოსწავლის, მასწავლებლისა და ადმინისტრაციის თანამშრომლობისა და განვითარების საშუალებას ქმნის. სკოლა ეფექტიანად ურთიერთობს მშობელთან. საზოგადოება ინფორმირებულია და ჩართულია სკოლის ცხოვრებაში, მხარს უჭერს სკოლის ინიციატივებს მიიღოს ახალი გამოწვევები, რომელიც უზრუნველყოფს XXI საუკუნის განათლების უცვლელ ღირებულებებსა და უნარჩვევებს.
სკოლას რაოდენობრივად და ხარისხობრივად სურს ავიდეს მაქსიმალურ ნიშნულამდე მოსწავლეთა და მშობელთა კმაყოფილების დონის ზრდით,მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებისა და პიროვნული განვითარებისათვის ხელშეწყობით, პედაგოგთა საჭიროების მიხედვით შერჩეული ტრენინგკურსების დაგეგმვაჩატერების, კონსულტაციების მხრივ,დისტანციური სწავლების ხარისხის გაუმჯობესებით,მარკეტინგული და პიარაქტივობების მეშვეობით ცნობადობის გაზრდით და სხვ.აქტივობებით
     
თითოეულმა მოსწავლემ შეძლოს წარმატებული სწავლა და პრობლემების წარმატებით გადაჭრა.
სკოლის თითოეული მოსწავლის წახალისება აზროვნებაში, განსჯაში, პრობლემების გადაწყვეტაში.
მოსწავლის მომზადება ცხოვრებისათვის დამოუკიდებელი სასიცოცხლო უნარების განვითარების გზით..
მოსწავლის წახალისება თანატოლთა და საზოგადოებაში აქტიური მონაწილეობისათვის
ლიდერისა და მოქალაქეობრივი უნარის განვითარება, სკოლის თითოეულ მოსწავლეში საკუთარი თავისა და სხვათა პატივისცემის გრძნოზის აღზრდ კონკურენტული რეიტინგის გარეშე,შინაგანი თავისუფლების საკუთარი ძლიერი და სუსტ მხარეების გამოვლენის გზით.