მასწავლებლები

1.მასწავლებელს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს სკოლის ქონებით საკუთარი პროფესიული მოვალეობის
აღსასრულებლად შინაგანაწესით განსაზღვრული ფორმით.
ბ) მიიღოს ინფორმაცია მართვის ორგანოებისაგან სკოლის ფუნქციონირების ნებისმიერ
საკითხზე;
გ) აირჩიოს სწავლების და აღზრდის მეთოდები,მეცადინეობის ფორმები და საშუალებები;
დ) დასაჯოს მოსწავლე კანონით გათვალისწინებული შემთხვევაში;
ე) სკოლაში გამოიძახოს მშობელი სწავლა-სწავლების საკითხებთან დაკავშირებით;
ვ) დასვას საკითხი მოსწავლის დასჯა-წახალისების შესახებ;
ზ) მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვაში, სასკოლო ცხოვრებაში;
თ) მოითხოვოს საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის
განხილვა კათედრის ან პედ. საბჭოს სხდომაზე;
ი) გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები.
2.მასწავლებელი ვალდებულია:
ა) ყოველთვის მზად იყოს გაკვეთილისათვის;
ბ) საგნის სწავლებასთან ერთად იზრუნოს მოსწავლის სულიერი სამყაროს
ჩამოყალიბებაზე;
გ) დაიცვას ეთიკის ნორმები,იყოს მოწესრიგებული;
დ) შეასრულოს შინაგანაწესითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული
მოთხოვნები;
ე) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
ვ) გაიაროს სერტიფიცირება, ატესტაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიერ დადგენილი წესით;
ზ) გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, ზიანის შემთხვევაში აანაზღაუროს დანაკლისი;
თ) აწარმოოს სამუშაოს აღრიცხვა (პორტფოლიო) .
ი) დაიცვას და არ გაამჟღავნოს სხვისი პერსონალური მონაცემები, რომელიც მისთვის
ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე.
კ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები.