💠შპს სკოლა XXI საუკუნეს სტუმრობდა ქ.ქუთაისის საჯარისო N 3 ქვედანაყოფის უმცროსი სერჟანტი ვლადიმერ ჩიხლაძე და სერჟანტი ნუგზარ დარჩიძე თავდაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტი,, ჩვენი ჯარის ” გაცნობის მიზნით.
💠ვიზიტი ემსახურებოდა მოზარდთა ცნობიერების ამაღლებას თავდაცვის ძალებზე , მის ფუნქცია – მოვალეობებზე. 💠სტუმრებმა შემეცნებითი და ძალიან საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს , დოკუმენტური ფილმი და მასალები გააცნეს მოზარდებს. დაწვრილებით ესაუბრეს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას ემსახურება, თუ რა საერთაშორისო ვალდებულებებს ასრულებს.
💠 მოკლედ მიმოიხილეს საქართველოს თავდაცვის ძალების 33 წლიანი ისტორია , დამსახურებები და წარმატებული ნაბიჯები… ისაუბრეს პრინციპებზე, რა ღირებულებებია მათთვის პრიორიტეტული, რა მისია – ვალდებულებები აკისრია ჯარისკაცს, ისაუბრეს ეროვნულ გმირებზე, მათ დამსახურებებზე, დაწვრილებით გააცნეს მოსწავლეებს რას გულისხმობს სავალდებულო, საკონტრაქტო სამსახური და სხვა მნიშვნელოვანი ცნობები.
💠კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა შეჯამება, მოსწავლეთა დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გაეცა და ინტერესი და ემოციებიც გულწრფელი იყო, რისთვისაც დიდი მადლობა წარმომადგენლებს. მათ საჩუქრებიც გადასცეს აღსაზრდელებს.