დირექტორის მისალმება

დირექტორი: ნატო რევიშვილი

ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო კოლეგებო, მშობლებო!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს სკოლა XXI საუკუნეში!
მოხარულნი ვართ, რომ შპს სკოლა XXI საუკუნეში სწავლობთ თქვენი მომავლისთვის, ვაფასებთ თქვენს პოზიტიურ ენერგიას, ხარისხიანი განათლებისთვის თავდადებას.
ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, მივცეთ მოსწავლეებს არა მარტო ხარისხიანი განათლება და საუკეთესო აკადემიური შედეგების მიღწევის შესაძლებლობა, არამედ განვუვითაროთ ის ფუნდამენტური უნარ-ჩვევები,რათა შეძლონ ღირსეული ადგილი დაიკავონ ცხოვრებაში.

      ჩვენთვის თოთოეული თქვენგანი ღირებულია, ხელს შევუწყობთ თქვენს ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას. ჩვენ მზად ვართ ვუზრუნველყოთ უსაფრთხო და ორგანიზებული და პოზიტიური გარემო.
       სკოლა მიზნად ისახავს   მოსწავლეებში აღზრდის პრინციპების ჩამოყალიბებას; გარშემომყოფი ადამიანების, მასწავლებლებისა და მეგობრების მიმართ თავაზიან დამოკიდებულებას. ფიზიკური და გონებრივი ინტელექტის განვითარება-გამოყენებას ქვეყნისა და კაცობრიობის სასარგებლოდ.
      ჩვენი სკოლის ძირითადი მისიაა დაეხმაროს მოსწავლეს საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირებაში, ხელი შეუწყოს მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენას. მოსწავლემ შეძლოს დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება.