შორენა ჭელიშვილი
ა) ატარებს ყოველდღიურ რეიდებს კლასების, დერეფნებისა და სველი წერტილების
სისუფთავის შემოწმების მიზნით;
ბ) სისტემატურად აღრიცხავს სკოლის სანიტარულ – ჰიგიენური მდგომარეობას
სპეციალურ ჟურნალში;
გ) ატარებს საუბრებს მოსწავლეებთან აქტუალურ თემებზე;
დ) უწევს პირველად დახმარებას ამბულატორიულ ავადმყოფებს;
ე) უზრუნველყოფს სასწავლო წლის განმავლობაში სამედიცინო კაბინეტის
მედიკამენტებითა და სხვა მასალით აღჭურვას;
ვ) აღრიცხავს და მეთვალყურეობას უწევს ავადმყოფ მოსწავლეებს (დიაბეტი,
ეპილეფსია, დაქვეითებული მხედველობა. . . ) ;
ზ) ამყარებს რეგულარულ კონტაქტს კლასის ხელმძღვანელებთან, ავადმყოფი ბავშვების
მშობლებთან;
თ) ინახავს ყველა წამალს სათანადო წესის დაცვით;
ი) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე სწავლის პერიოდში იღებს ექიმის მიერ დანიშნულ
წამალს, სკოლის ექიმი/ ექთანი ვალდებულია, აკონტროლოს წამლის მიღების პროცესი;
![](https://skolaxxisaukune.edu.ge/wp-content/uploads/2022/10/PSX_20221005_135200.jpg)