![](https://skolaxxisaukune.edu.ge/wp-content/uploads/2022/10/InShot_20221003_233714226-1.jpg)
![](https://skolaxxisaukune.edu.ge/wp-content/uploads/2022/10/InShot_20221003_233901805.jpg)
![](https://skolaxxisaukune.edu.ge/wp-content/uploads/2022/10/InShot_20221004_000423294.jpg)
შპს სკოლა XXI საუკუნეში შედგა მრჩეველთა საბჭოს სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ სკოლის დამფუძნებლები:
შორენა ჭელიშვილი და ნატო რევიშვილი (შპს სკოლა XXI საუკუნის დირექტორი)
ნატო გვენეტაძე სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერი.
ბატონი ჯონი ამატო ადმინისტრაციულ და უცხოური ენის საგნობრივი საკითხების კონსულტანტი, რომელიც საქართველოში ამერიკიდან ჩამობრძანებულია, როგორც მშვიდობის კორპუსის მოხალისე.
ბაკურ ბაკურაძე მათემატიკის საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით მრჩეველი.
ხატია ახალაძე ინგლისური ენის პედაგოგი
ბატონი ჯონი ამატო სკოლას ინგლისური ენის სპეციფიკით გაძლიერებით სთავაზობს ენობრივი მოხმარების სფეროს გაძლიერებას, საკომუნიკაციო უნარების განვითარებას. ის მიიჩნევს, რომ ინგლისურ ენაზე საუბარი მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისათვის და ქვეყნისთვისაც, რომელსაც უნდა იყოს ევროპული საზოგადოების წევრი, მან სკოლას შესთავაზა შექმნან ინგლისურენოვანი წიგნის კითხვის საათი და ფილმების ჩვენება ინგლისურ ენაზე , მოაწყონ დისკუსიები , დებატები ინგლისურ ენაზე.
ბატონმა ბაკურ ბაკურაძემ აღნიშნა, რომ სასურველია სკოლაში მათემატიკის როგორც მეცნიერების პოპულარიზაცია. პედაგოგებს გავაცნოთ სამეცნიერო კონფერენციების ფარგლებში გამოქვეყნებული შრომები, ის სიახლეები, ინოვაციები, რაც ამ სფეროში მიმდინარეობს. ამ შედეგების გამოყენება ვცადოთ საგაკვეთილო პროცესებში,რაც გააუმჯობესებს საგნის სწავლა-სწავლების პროცესს.მოსწავლეთა ინტერესს აამაღლებს ამ საგნის მიმართ. ასევე მიზნად დაისახეს კონფერენციებში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჩართულობის ხარისხის ამაღლება. ურჩია შეიქმნას მათემატიკის წრეობრივი ჯგუფი , სადაც საგნის სწავლებას არაფორმალური დატვირთვით გააძლიერებ. მოვიწვიოთ უნივერსიტეტის ლექტორები საგნის პოპულარიზაციის და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით.ბატონი ჯონი ამატო მოსწავლეებსაც შეხვდა, იდეები და შეხედულებები მათაც გაუზიარა.
მრჩეველთა საბჭო ხელმძღვანელობს „სკოლა XXI საუკუნის“ დებულებით და სკოლა XXI საუკუნის სხვა მარეგულირებელი აქტებით;
სკოლის საქმიანობის საზოგადოებისათვის მაქსიმალურად სარგებლიანობის, გამჭირვალეობის, საჯაროობისა და დემოკრატიული პრინციპით წარმართვის უზრუნველყოფის მიზნით მოქმედებს სკოლის მრჩეველთა საბჭო;
სკოლის მრჩეველთა საბჭო მოქმედებს საზოგადოებრივ საწყისებზე, ანაზღაურების გარეშე და ხელმძღვანელობს სკოლა XXI საუკუნის დებულებითა და წინამდებარე დებულებით;
სკოლის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან: სკოლის პროფილის ავტორიტეტული წარმომადგენლები, საზოგადოებისა და სკოლის საქმიანობით დაინტერესებული წარმომადგენლები, კურსდამთავრებულები. განსახილველი საკითხებიდან გამომდინარე სხდომაზე შეიძლება მოწვეულნი იყვნენ უნივერსიტის შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი, სპეციალური წევრის სტატუსით არა სათათბირო ხმის უფლებით.