სპორტული და ესთეტიკური აღზრდის კათედრა

ფიზიკური აღზრდა და სპორტი  მნიშვნელოვანია პიროვნების ჰარმონიული განვითარებისთვის. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებზე შეძენილი ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები მოსწავლეებს გაჰყვებათ მთელი ცხოვრების მანძილზე, რაც იქნება მყარი საფუძველი იმისა, რომ ისინი გახდნენ აქტიური და შრომისუნარიანი მოქალაქეები.

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგნის სწავლების მიზანია შეიქმნას პოზიტიური გარემო მოსწავლის ფსიქო-ფიზიკური შესაძლებლობების განვითარების, მისი პირადი და სოციალური კეთილდღეობის ამაღლებისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერებისათვის.

სპორტული და ესთეტიკური აღზრდის კათედრის ხელმძღვანელი: ლიზა ხვიჩია