💠კლასი:VIII
💠საგანი:სამოქალაქო განათლება
💠მასწავლებელი:ქეთი ლომიძე
💠პროექტის თემა:ბავშვთა უფლებები
💠თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოები ბავშვთა უფლებების მნიშვნელობაზე უკვე წლებია შეჯერდნენ და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სწორედ ბავშვი და მისი უფლებების დაცვა წარმოადგენს.
💠საკანონმდებლო ნორმების მიუხედავად, რომლებიც ბავშვთა უფლებებს იცავს, ქვეყნის რეალობაში ბავშვთა უფლებები მაინც ირღვევა, ფიზიკური ძალადობის ფაქტების გარდა, ადგილი აქვს არასრულწლოვნების მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც არანაკლებ მტკივნეულად აისახება მათ მდგომარეობაზე.
💠სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მოიძიეს და გაეცნენ 1989 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებულ ბავშვთა უფლებათა კონვენციას, რომელიც ეფუძნება ოთხ პრინციპს: სიცოცხლე, განვითარება, დაცვა, მონაწილეობა.
💠ბავშვებმა გაიგეს რომელ წელს შეუერთდა საქართველო კონვენციით გაწერილი ნორმების შესრულების ვალდებულებას.
💠მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა თემაზე მუშაობა, მათ გაიგეს როგორც საკუთარი უფლებების, ასევე მოვალეობების შესახებ.