✅საგანი :გეოგრაფია

✅კლასი :X

✅მასწავლებელი :ნინო ფაჩუაშვილი. ✅კომპლექსური დავალება, თემა: მდგრადი ტურიზმი საქართველოში. ✅მოსწავლეებმა მოირგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის როლი და მინისტრთა კაბინეტს, მთვრობის სხდომაზე წარუდგინეს მდგრადი ტურიზმის განვითარების კონცეფცია. ✅კონცეფციაში ხაზგასმით აღნიშნეს თუ რა ფაქტორები განაპირობებს მდგრად ტურიზმის განვითარების პერსპექტივას საქართველოში; როგორ აისახება მდგრადი ტურიზმის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და კეთილდღეობაზე, როგორი ურთიერთდამოკიდებულებაა მდგრადი ტურიზმის განვითარების პირობებში ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ კულტურულ ასპექტებს შორის, როგორ უნდა განვითარდეს მდგრადი ტურიზმი საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გათვალისწინებით. მადლობა ბავშვებს ძალიან საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაციებისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *