💠21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე პირების საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები,
💠სწორედ ამ მიზანს ემსაურება ჩვენს სკოლაში ჩატარებული ღონისძიება, რომელსაც ორგანიზება გაუწია ბიოლოგიის მასწავლებლებმა: თამარ გვასალიამ, ნარი გოგოლაძემ და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ქეთი ლომიძემ.
💠მოსწავლეებმა ისაუბრეს დაუნის სინდრომის გამომწვევ მიზეზებზე, ამ სინდრომის მქონე ადამიანების განსაკუთრებულ ნიჭსა და შესაძლებლობებზე, მათი საზოგადოებასთან ინტეგრირების აუცილებლობაზე. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა ნახეს მხატვრული ფილმი და საკუთარი ემოციები ნახატებით გადმოსცეს.
💠ჩვენი სკოლა, უერთდება 2023 წლის კამპანიას, რომლის სლოგანია ,, ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის”.