✅გასვლითი გაკვეთილი გეოგრაფიაში. ✅დღეს ჩვენი სკოლის VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს-ქუთაისის ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურში.
✅ მიზანი: მოსწავლეებს ადგილზე უნდა გაეცნოთ თეორიულად ნასწავლი მასალა და გაეგოთ როგორ ადგენენ ამინდის პროგნოზს მეტეოროლოგიურ სადგურებში. მოსწავლეებმა მასწავლებლებთან- ნინო ფაჩუაშვილი,ქეთი ლომიძე-სთან ერთად ადგილზე ნახეს და შეისწავლეს სხვადასხვა მეტეოროლოგიური ხელსაწყოები, რისი საშუალებითაც სადგურში რამდენჯერმე ზომავენ ჰაერისა და ნიადაგის ტემპერატურას, ტენიანობას,წნევას, ნალექების რაოდენობას, ქარის სიჩქარეს, ძალას და მიმართულებას, ღრუბლიანობას. მიღებული მონაცემების შემდეგ ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურში ამინდს განსაზღვრავენ.სააგენტოს წარმომადგენელი ბატონი გია ფრუიძე ბავშვებს ესაუბრა მეტეოროლოგიური ხელსაწყოების გამოყენებაზე, მოხდა ინფორმაციების გაცვლა და გაკვეთილი გამოვიდა ძალიან საინტერესო და შემეცნებითი.