💠ბრძენ კაცს უთქვამს ,,არის სიყვარული, რომელიც თავისუფლად დაცურავს ცაში, ეს სიყვარული სულს ათრობს. სიყვარული, რომელიც გამდნარია და გაბმულია ყოველდღიურ საქმიანობაში, უზომოა, გამთბარი ადამიანური ურთიერთობებით”. 💠ორიგინალურად გავაცილეთ 2022 წელი, სირთულეებით, ახალი გამოწვევებით, მიზანმიმართული მოქმედებებით სავსე.,, ჩვენმა გუნდმა” დირექციამ, მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა ერთად შევძელით და შპს სკოლა XXI საუკუნემ მოიპოვა ავტორიზაცია. ჩვენთვის სკოლა არაა სტანდარტულ საზომში ჩატეული სწავლა-სწავლების ადგილი, ჩვენი სკოლა ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი მომავალია, ჩვენი აღსაზრდელების სულიერი ჩამოყალიბების წყაროა. დიდი იმედით, ახალი მიზნებით, რწმენითა და შემართებით ვეგებებით 2023 წელს ,გვჯერა ჩვენი გონიერი, უნიჭიერესი მოსწავლეები ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებენ ამ სამყაროში. გვჯერა ,,სწავლების ხელოვნება ესაა-ჯერ ცნობისმოყვარეობა აღძრა ახალგაზრდებში და მერე შეეცადო დააკმაყოფილო ის.” ფეხბედნიერი ყოფილიყოს დამდეგი 2023 წელი თითოეული ჩვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის.