💠27 იანვარს, სკოლის VII და X კლასის მოსწავლეები ისტორიის მასწავლებელთან, ბელა ჯალაღანიასთან ერთად იმყოფებოდნენ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.
💠მოსწავლეებმა დაათვალიერეს ექსპონატები, რომელიც ქუთასსა და მის შემოგარენშია მიკვლეული. ქვის ხანის, ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის ნიმუშები, ასევე დაათვალიერეს შუა საუკუნეების ჭედური ხელოვნების ნიმუშები, ეთნოგრაფიულ განყოფილებაში ნახეს, ხის, ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინისა და ქსოვილების მდიდარი კოლექციები. XVII-XVIII სს-ის საეკლესიო ნაქარგები, ვერცხლის ხანჯლებისა და კაჟის თოფების იშვიათი კოლექციები.
💠მუზეუმში წარმოდგენილმა მრავალფეროვანმა ექსპონატებმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, ისინი ყურადღებით ათვალიერებდნენ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ წარსულს.
მუზეუმში სტუმრობამ მოსწავლეებში გაზარდა მოტივაცია, რათა უფრო ღრმად და საფუძვლიანად შეისწავლონ ისტორია, მათში გააღვიძა მეცნიერული ცნობისმოყვარეობა რაც მათ ნორჩ ისტორიკოსებად აქცევს.