💠შპს სკოლა XXI საუკუნის მეათე კლასის ქიიმის გაკვეთილზე კოპლექსური დავალების პრეზენტაცია გაიმართა თემაზე: ”პერიოდულობის კანონი და პერიოდულობის ცხრილი,,
💠მასწავლებელი: ნანა მანაგაძე. მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ კოპლექსური დავალება პოსტერები სახით. შეექმნათ პერიოდულობის ცხრილის მოდელი და ცარიელ უჯრებში განელაგებინათ მათთვის უცნობი ელემენტების ელექტრონების განაწილება ენერგეტიკული დონეების მიხედვით. განესაზღვრათ ატომის მახასიათებლების ცვლილება პერიოდებსა და ჯგუფებში. ესაუბრათ იონური ბმის და კოვალენტური ბმის მნიშვნელობაზე. მოსწავლეებმა კოპლექსურ დავალებას თავი მაღალ დონეზე გაართვეს, ყველა კითხვაზე ჰქონდათ არგუმენტირებული პასუხები.