💠შპს სკოლა XXI საუკუნის XI კლასის მოსწავლე სედრა ჰაბბალი სკოლის დირექციასა და დამრიგებელ ესმა გოგისვანიძესთან ერთად მონაწილეობდა ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისათვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბ ,,SKYE club”-ის შეხვედრაზე.
💠როგორც ცნობილია, კლუბი აერთიანებს საქართველოში მცხოვრებ უცხოელ ლტოლვილ, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და ადგილობრივ მოხალისე ახალგაზრდებს.
💠სედრა ჰაბბალი არის კლუბის აქტიური წევრი, კლუბის ფარგლებში შეხვედრები აგებულია ინტერაქციულ მეთოდებზე.ეს პროგრამა მოიცავს ლიდერობის, დასაქმების, აქტიური მოქალაქეობისა და მეწარმეობის სასწავლო მიზნებს. სედრამ თანაკლასელებსაც გააცნო, რომ ეს პროგრამა დაფუძნებულია ,,კეთებით სწავლების“ მიდგომებზე, რომ კლუბურ შეხვედრებს ხელმძღვანელობენ მოხალისე ლიდერები და კლუბის წევრობა უფასოა და შეუძლია მოხალისე ახალგაზრდებს. ისინი შეხვდებიან სხვადასხვა სფეროს ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს და ჩაერთვებიან ღონისძიებებში. წარმატებებს ვუსურვებთ სედრას !!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *