შპს სკოლა XXI საუკუნეში ინგლისურენოვანი ,,მილენიუმის კლუბის “ მორიგი შეხვედრა ჩატარდა.
კლუბის ხელმძღვანელი ბატონი ჯონი ამატო საინტერესო თემატიკას სთავაზობს მოსწავლეებს, რათა საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები განუვითაროს მათ, სხვადასხვა თემატიკაზე საუბრისას ეფექტურად შეძლონ გადალახონ ენობრივი ბარიერი და შეძლონ ინგლისურ ენაზე გაბმული მეტყველება.
კლუბის მუშაობას სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერი ნატო გვენეტაძე და ინგლისური ენის მასწავლებელი ესმა გოგისვანიძეც ესწრებოდდნენ. მოსწავლეებმა ისაუბრეს თემაზე ,,რა მოგვწონს ჩვენს თავში და რას შევცვლიდით და როგორ“ მათ შეძლეს გარეგნული და თვისობრივი ახასიათებები, არგუმენტირებული პოზიციები გამოეხატათ ინგლისურად. მუშაობა მიზანმიმართულია, რადგან ემსახურება მოსმენის კულტურისა და საუბრის ხელოვნების გაუმჯობესებას ინგლისურ ენაზე.