შპს სკოლა XXI საუკუნეში ფუნქციონირება დაიწყო ინგლისურენოვანმა ,, კლუბმა“. კლუბის ხელმძღვანელმა ბატონმა ჯონი ამატომ კლუბის წევრებს გააცნო კლუბური მუშაობის სპეციფიკა, სამოქმედო გეგმა, მიზნები და ის შედეგები, რომლებსაც კლუბის წევრები დაეუფლებიან მუშაობის პროცესში. შეიმუშავეს საორგანიზაციო ქცევის წესები.
ბატონმა ჯონი ამატომ ინგლისურენოვანი კომუნიკაციის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გააცნოთ ამერიკის პოლიტიკური რუკის დახმარებით შტატები, ადმინისტრაციული ერთეულები და მათი სახელწოდებების ისტორიები. საინტერესო აქტივობა იყო მოსწავლეებს თავისუფლად ესაუბრათ საკუთარი თავის შესახებ, რა პროფესიები მოსწონდათ, რაზე ოცნებობდნენ, რამდენად იცნობდნენ თავიანთ შესაძლებლობებს, დადებით ან უარყოფით მახასიათებლებზე. ,,FLEX” პროგრამაში მონაწილეობაზე, უპირტესობაზე, რამდენად ხელშემწყობია გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა როგორც სწავლისთვის, ისე დამოუკიდებელი ცხოვრების მზაობისთვის. რა ნაბიჯები უნდა გადადგას ადამიანმა, რომ გახდეს უფრო თავდაჯერებული და მეტად შეძლოს საკუთარი პოტენციალის გამოვლენა.
