შპს სკოლა XXI საუკუნეს დღეს სტუმრობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ქალბატონი ელენე ჯღარკავა და კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი ქალბატონი სოფო შენგელია. ისინი შეხვდნენ XII კლასელებს. წარადგინეს უნივერსიტეტის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია. უნივერსიტეტის შეთავაზებები აბიტურიენტებისათვის, პრიორიტეტები, პროგრამები. რა პრივილეგიებით ისარგებლებენ აბიტურიენტები, თუ არჩევანს კავკასიის უნივერსიტეტზე შეაჩერებენ. ისაუბრეს უნივერსიტეტის ისტორიაზე, კამპუსზე, განათლების ხარისხზე, დასაქმების პერსპექტივებსა და გაცვლით პროგრამებზე, კავშირზე 54 ქვეყნის 200-მდე უნივერსიტეტთან ინსტიტუციურ განვითარების პროექტებზე, Erasmus-ის გაცვლით პროგრამებზე, სწავლების თანადაფინანსებებზე, TOP -501, CU გრანტით, კურსის რეიტინგულ სამეულზე სასწავლო ვაუჩერზე და ა.შ. ჩვენი სკოლის აბიტურიენტებმაც ღიად გამოხატეს თავიანთი დაინტერესება, შეავსეს მონაცემები, რათა აქტიურად ჩაერთონ უნივერსიტეტის აბიტურიენტებისთვის შეთავაზებულ პროგრამებში. აბიტურიენტებს საჩუქრად ბროშურებიც გადაეცათ.