შპს სკოლა XXI საუკუნეში ლიტერატურული კლუბის მორიგი საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
სასაუბრო თემა იყო ფრანც კაფკას ,,კანონის წინაშე“ მასწავლებელმა კლუბის წევრებს გააცნო, რომ ფრანც კაფკას XX საუკუნის ლიტერატურის ნოვატორთა შორის ,,ყველაზე იდუმალ გენიოსს“ უწოდებენ, მან ისაუბრა მწერლის თხრობის მანერაზე, ნაწარმოებების სიმბოლურ-ალეგორიულ მახასიათებლებზე. მწერლის უნიკალური წერის სტილი დღემდე იპყრობს კრიტიკოსთა და მკითხველთა განსაკუთრებულ ყურადღებას. წაიკითხეს ნაწარმოები, მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ვერსიები კანონის – მცველის (გუშაგის) – ადამიანის (სოფლელი კაცის) სიმბოლურ მნიშვნელობაზე.
საინტერესო იდეები ჩამოაყალიბეს ნუცა ხუჯაძემ, ქეთი ურეკაძემ, ანუკი ამბროლაძემ, მარიამ ბოჭორიშვილმა , ნატა ხურციძემ, გიორგი გასვიანმა, ნიკოლოზ გურგუჩიანმა, მარიამ ცერცვაძემ. მოსწავლეებმა სიღრმისეულად გაიაზრეს ნაწარმოები, ბატონ გ.მურღულიას წერილსაც გაეცვნენ და თავიანთი იდეებიც შეაჯერეს, ნაწარმოების მთავარ სათქმელსაც ჩასწვდნენ და ადამიანის დანიშნულებაც გაიაზრეს. თავიანთი შეხედულებები და მოლოდინები გაკვეთილზე თავისუფლად გამოხატეს. იმედი აქვთ, რომ ყოველი შეხვედრის დღე ორიგინალური იქნება.
