შპს სკოლა XXI საუკუნის ლიტერატურის კლუბის ხელმძღვანელმა ნ.გვენეტაძემ კლუბის წევრებისთვის პირველი შეხვედრა ორიგინალურად გადაწყვიტა N8 საქალაქო ბიბლიოთეკაში.
მოსწავლეები ლიტერატურის ღირებულებებზე , როლსა და მნიშვნელობაზე დააფიქრა ,,წიგნების სამყაროში”. ბიბლიოთეკაში ვიზიტის მიზანი მოსწავლეებში ჰუმანურ ღირებულებებზე ორიენტირებული, შემოქმედებითი , სხვადასხვა პატივისმცემელი პიროვნებების ჩამოყალიბების საფუძველი იყო .
მოსწავლეებს შეუყვარდეთ კითხვა და გამოუმუშავდეთ ლიტერატურის აღქმის, გაცნობიერების უნარი , რაც თითოეული პიროვნების ფორმირების საფუძველია. მათ შეახსენა გ.დოჩანაშვილის სიტყვები ,, ლიტერატურას შესაძლებლობა აქვს მეტი , ვიდრე ათასნაირ ლაბორატორიებსა და დანადგარებს“ .
მასწავლებელმა წევრებს ლიტერატურის, ზოგადად კითხვის მნიშვნელობა ბატონ გია მურღულიას სიტყვებით განუმარტა ,,მხატვრული ლიტერატურა ორ უმთავრეს კითხვას სცემს პასუხს: რატომ გვეძლევა სიცოცხლე და რისთვის უნდა ვიცხოვროთ, რომ მწერლობა დანახვაა , შეცნობა და გამოხატვა” გააცნო პროგრამა , რითაც იხელმძღვანელებენ , როგორც ქართველ , ისე უცხოელ მწერალთა შემოქმედებებზე და იდეა საბავშვო ლიტერატურული ჟურნალის შექმნის შესახებ .
კლუბის წევრმა ნუცა ხუჯაძემ ექსპრომტად წაიკითხა ლექსები, გიორგი გასვიანმა და ანუკი ამბროლაძემ შეასრულეს კომპიზიციები ფორტეპიანოზე . ბიბლიოთეკარმა ქალბატონმა თამარმა კი მოსწავლეებს ბიბლიოთეკის დანიშნულება , აქტივობები გააცნო, ფონდი დაათვალიერებინა, ესაუბრა ელექტრონულ კატალოგებზე, ელექტრონულ ფონდზე , წიგნების ღირებულებებზე ადამიანთა ცხოვრებაში. მკითხველთა არჩევანზე , ბეტსელერებზე და ა.შ. მსურველი ბავშვები ბიბლიოთეკაში გაწევრიანდნენ , გამოიტანეს სასურველი წიგნები , კმაყოფილი და მადლიერი დარჩნენ .
