XII კლასში ჩატარდა სადამრიგებლო საათი თემაზე: “მავნე ჩვევები და ჯანსაღი ცხოვრების წესი”
სადაც მოწვეულმა სტუმრებმა, ფიტნეს ინსტრუქტორმა გიორგი სიჭინავამ და ერეკლე ჭეიშვილმა დეტალურად ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების სტილის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროცესში და დასვეს შეკითხვები მათთვის საინტერესო თემებზე, რაზეც მიიღეს ამომწურავი პასუხები.სადამრიგებლო საათის ფარგლებში მომავალში კიდევ ბევრი აქტივობა იგეგმება, რაც გაზრდის მოსწავლეებში ცნობიერებას ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე.