საგანი: მათემატიკა
კლასი: 7
მასწავლები: ბაკური ბაკურაძე.
თემა: ალგებრული წილადები, ათწილადები. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ ობიექტებსა და პროცესებში მათემატიკური ობიექტების მოდელირებისა და მიმართებების შემჩნევა. გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებმა წარმოიდგინეს რომ მათ ჰქონდათ სწრაფი კვების ობიექტი და გასაყიდად ამზადებდნენ პიცას, მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ინგრედიენტებისა და მათი ფასების შესახებ, გააკეთეს ხარჯთაღრიცხვა, დაადგინეს პიცის ღირებულება და სარეალიზაციო ფასი, როგორც მთლიან პიცაზე ისე მის ნაწილზე(მეოთხედი, ნახევარი და ა.შ). მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში და კარგად გაართვეს სამუშაოს თავი.ბოლოს გააკეთეს პრეზენტაცია.