💠განსაკუთრებით ვულოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ჩვენს მე-7 კლასელებს.მათ პირველად შემოაბიჯეს
ჩვენს სკოლაში.
💠 გარწმუნებთ,რომ აქ თითოეულ მოსწავლეს უსაფრთხო,მეგობრული,
კომუნაკაბელური და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო დახვდებათ. ვულოცავთ ჩვენს მასწავლებლებს,ადამიანებს,რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმით ერთგულად და თავდაუზოგავად ემსახურებიან მომავალი თაობის აღზრდა-განვითარებას.ვთვლით,რომ ჩვენი ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას,აქ მიღებული ცოდნის რეალიზებას და საუკეთესო პიროვნებებად ჩამოყალიბებას. 💠 შპს სკოლა XXI საუკუნე დღეს ამაყობს წინარე განვლილი 2022-2023 წლის აბიტურიენტთა შედეგებით და ბედნიერ სტუდენტობას უსურვებს აწ უკვე გრანტირებულ და წარმატებულ სტუდენტებს: ქეთი ურეკაძეს, ნინო ხურციძეს ხარება პერანიძეს, გიორგი და დათო მახათაძეებს, ნინო ხურციძეს, ლუკა სანოძეს, ლუკა მარგველაშვილს, ნუცა ხუჯაძეს, საბა კაპატაძეს, მარიამ ჯიშკარიანს,ავთანდილ ხურციძეს, ნია თევდორაძეს, განათლებული თაობა ჩვენი ქვეყნის განვითარების და წინსვლის მყარი საფუძველია. შპს სკოლა XXI საუკუნე თავისი მოწოდების სიმაღლეზე დგას და უკვე 25-ე წელია ღირსეულად ემსახურება სწავლა-სწავლების საქმეს. მადლობა ნდობისთვის,ჩვენთან თანამშრომლობის სურვილისთვის.ყოველი თქვენი ოცნება რეალობად გექცეთ,ყოველი დღე შემართებით დაგეწყოთ. გილოცავთ ახალ 2023-2024 სასწავლო წელს.
