🔸შპს სკოლა XXI საუკუნეს  სტუმრობდნენ ,,წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენლები ბატონი ბაკურ ბაბუნაშვილი, ბატონი გია გუგეშაშვილი და ქალბატონი ნათია რობაქიძე.
🔸მათ მოსწავლეებს გააცვნეს წითელი ჯვრის საზოგადოების მიზნები, ამოცანები, მოქმედების  არეალი. მათ ისაუბრეს ორგანიზაციის როლზე, ჩამოყალიბების ისტორიაზე, ემბლემის სიმბოლურ მნიშვნელობაზე, როლზე წარსულსა და მომავალში, განვითარების ეტაპებზე, ორგანიზაიის პრინციპებზე. მოსწავლეებმა აიმაღლეს ცნობიერება, გაუჩნდათ კითხვები, გაიფართოვეს თვალსაწიერი, გამოხატეს მოხალისეობის სურვილი და შეავსეს მოხალისის სარეგისტრაციო ბარათები. ასევე  შეავსეს წინასწარ მომზადებული ტესტური შეკითხვები და განიხილეს  სიტუაციური  შემთხვევა. გამოხატეს მზაობა აქტიურად ჩაერთონ ორგანიზაციის სამოქმედო-სამოქალაქო აქტივობებში.
🔸სკოლიდან მათ დაენიშნათ კოორდინატორი, რომელიც ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად  უზრუნველყოფს აქტივობებზე მოსწავლეთა ჩართულობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *