საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა ფიზიკაში მე-8 კლასში.
გაკვეთილის თემა: ძალის მაბრუნებელი მოქმედება, მიზანი-წონასწორობის განსაზღვრა.
საგაკვეთილო აქტივობები შეესაბამებოდა თემას , მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში, თავისუფლად ხსნიდნენ ამოცანებს და უკავშირებდნენ წინარე ცოდნას, ახალი თემის მიწოდება კი მასწავლებელმა ბერკეტის მომენტის მამოძრავებელი ხელსაწყოს პრაქტიკული გამოყენებით დაიწყო, მაპროვოცირებელი კითხვებით მოსწავლეთა ინტერესი გამოიწვია, მოსწავლეები სხარტად სცემდნენ კითხვებზე პასუხებს, ყველამ შეძლო ხელსაწყოს დახმარებით სიმძიმის ძალის დამოკიდებულების განსაზღვრა. როგორ გაწონასწორდება ბერკეტი ორი ძალის მოქმედებით, როგორ უნდა ჩასვან ფორმულებში მონაცემები და მიიღონ სათანადო პასუხები. მოსწავლეთა მოტივაცია და სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობა ნათელყოფს საგნით მათ დაინტერესებას. მათი თვითშეფასება და ურთიერთშეფასება ობიექტურია .