საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და სკოლა XXI საუკუნის თანამშრომლობა მარტოხელა და მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა დასახმარებლად

შპს სკოლა XXI საუკუნეში სამოქალაქო აქტივობებში ჩართვის მიზნით სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ფილიალის კოორდინატორი ბატონი ბაკურ ბაბუნაშვილი.

მან გააცნო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნქცია, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი არის ჰუმანიტარული დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც ჰუმანიტარული მისია აკისრია, რაც გულისხმობს სიცოცხლისა და ღირსების დაცვას, დახმარების გაწევას. სკოლა ინფორმირებულია , რომ ეს არის მოხალისეობრივი პროგრამა და შეუძლიათ სოციალურ აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა ნებაყოფლობით.ეს აქტივობები მრავალფეროვანია :ბუნების დაცვის, ხანდაზმულებთან ურთიერთობის, პირველადი სამედიცინო,დახმარებების აღმოჩენის მექანიზმების შესწავლა, დახმარებები დაუცველ წევრებს და ა.შ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *