ბაკურ ბაკურაძე მათემატიკის საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით მრჩეველი.
ბატონმა ბაკურ ბაკურაძემ აღნიშნა, რომ სასურველია სკოლაში მათემატიკის როგორც მეცნიერების პოპულარიზაცია. პედაგოგებს გავაცნოთ სამეცნიერო კონფერენციების ფარგლებში გამოქვეყნებული შრომები, ის სიახლეები, ინოვაციები, რაც ამ სფეროში მიმდინარეობს. ამ შედეგების გამოყენება ვცადოთ საგაკვეთილო პროცესებში,რაც გააუმჯობესებს საგნის სწავლა-სწავლების პროცესს.მოსწავლეთა ინტერესს აამაღლებს ამ საგნის მიმართ. ასევე მიზნად დაისახეს კონფერენციებში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჩართულობის ხარისხის ამაღლება. ურჩია შეიქმნას მათემატიკის წრეობრივი ჯგუფი , სადაც საგნის სწავლებას არაფორმალური დატვირთვით გააძლიერებ. მოვიწვიოთ უნივერსიტეტის ლექტორები საგნის პოპულარიზაციის და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით.ბატონი ჯონი ამატო მოსწავლეებსაც შეხვდა, იდეები და შეხედულებები მათაც გაუზიარა.
