ქიმიის მასწავლებელმა, ნანა მანაგაძემ მე-8 კლასში ახალი საგნის ქიმიის გასაცნობად გადაწყვიტა ორიგინალური გაკვეთილის ჩატარება. მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებისა და საგნის უკეთ შეცნობის მიზნით. მან თავიდანვე ორგანიზებულად მოამზადა კლასი ლაბორატორიისთვის. გააცნო ქცევისა და უსაფრთხოების წესები. შემდეგ ესაუბრა საგნის სპეციფიკაზე და შესწავლის აუცილებლობაზე. ხანგასმით დააკავშირა ქიმია და ბუნებაში მიმდინარე პროცესები. ზოგადი მიმოხილვის შემდეგ ჩაუტარა სახალისო და საინტერესო ექსპერიმენტები. მასწავლებელმა ასისტენტად აირჩია,მსურველები ესენი იყვნენ: ვახო გუმბერიძე,გიორგი ველიაშვილი და მარიამ წერეთელი. ექსპერიმენტული ნაწილი მოიცავდა, ფერის ცვლილებებს. მაგ: ახლად გაჭრილ კარტოფილზე იოდის ხსნარის დაწვეთება,სადაც მიიღება,ინტენსიური ლურჯი ფერი. გაჭრილი ვაშლის ფერის ცვლილებამ,ორი ხსნარის შერევისას შაბიანის და ნატრიუმის ტუტის შერევისას ნალექის წარმოქმნა. სოდისა და ძმრის შერევის დროს,გამოყოფილი აირის შედეგად საჰაერო ბუშტის გაბერვა.

ექსპერიმენტის ჩატარების პროცესში, განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა: შათირიშვილი ნოდარი,ხურციძე მათე,ჭანტურია საბა და ხარაბაძე თეონა. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები მასწავლების მიერ მოცემულ ბარათებზე ჩამოწერეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *